საქართველო – გერმანია / 2017 წლის პროექტები
საქართველო – გერმანია / ბრანდენბურგი – ბათუმი – 2017 წლის პროექტები
საიუბილეო თარიღები (2017 – 2018 წწ):
- საქართველოში გერმანელების დამკვიდრების 200 წლისთავი (1817 – საქართველოში პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლა);
- საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების განახლების საიუბილეო 25-ე წლისთავი;
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან დაკავშირებით გერმანიის მხრიდან მისი აღიარების მე – 100 წლისთავი (1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა).
შენიშვნა: 1918 წლის მაისის მეორე ნახევარში თურქეთის არმია აგრძელებდა შეტევით ოპერაციებს. მალე გაირკვა, რომ გერმანია უარს ამბობდა დაეცვა ანგლოფილური სომხეთი და თურქოფილური აზერბაიჯანი, ხოლო საქართველოს იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ დაიშლებოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა [8].
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომა გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“[9].
1. პროექტი: „სპორტი,როგორცმეგობრობის ხიდი“/ფეხბურთელების გაცვლითი პროგრამა
გ ე რ მ ა ნ ი ა
პერიოდი: 8–15 მაისი მაისი
ლოკაცია: პოტსდამი
მონაწილეები: “ბაკურის“ აღსაზრდელები U14 (13 ფეხბურთელი + 1 მწვრთნელი)
პარტნიორები: გერმანიის საფეხბურთო კლუბი – „ბაბელსბერგი 03“
ღონისძიებები: ვარჯიშები, დასვენება/გართობა, ექსკურსიები, ამხანაგური მატჩები
დაფინანსება: ლოგისტიკის ხარჯებს (დაბინავების, კვებისა და გადაადგილების თანხებს) იღებს საზოგადოება.
2. პროექტი: ფეხბურთელების გაცვლითი პროგრამა
გ ე რ მ ა ნ ი ა
პერიოდი: 29 ოქტომბერი – 06 ნოემბერი
ლოკაცია: პოტსდამი
მონაწილეები: ქუთაისელი ახალგაზრდები (6 ფეხბურთელი + 1 მწვრთნელი)
პარტნიორები: გერმანიის საფეხბურთო კლუბი – „ბაბელსბერგი 03“
ღონისძიებები: ვარჯიშები, დასვენება/გართობა, ექსკურსიები, ამხანაგური მატჩები
დაფინანსება: ლოგისტიკის ხარჯებს (დაბინავების, კვებისა და გადაადგილების თანხებს) იღებს საზოგადოება.
3. პროექტი: საერთაშორისო ტურნირი ბათუმის თასზე
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
პერიოდი: 23 – 30 აგვისტო
ლოკაცია: ქუთაისი – 1 დღე / ბათუმი – 6 დღე
მონაწილეები: გერმანიის საფეხბურთო კლუბ – „ბაბელსბერგი 03“ აღსაზრდელები U15 (17 კაცი -14 ფეხბურთელი + 2 მწვრთნელი + ხელმძღვანელი –პავლე შპეტიშვილი)
პარტნიორები: ბათუმის „დინამო“/ ბათუმის „ბაკური“, ასევე, ქუთაისის „ტორპედო“
ღონისძიებები: საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი“. 1 ამხანაგური შეხვედრა (ქუთაისი). ასევე, ვარჯიშები, დასვენება/გართობა, ექსკურსიები და სხვა შემეცნებითი პროგრამები.
დაფინანსება: ლოგისტიკის ხარჯებს (დაბინავების,კვებისა და გადაადგილების თანხებს) იღებს პარტნიორი /მასპინძელი მხარე.
4. ალტერნატიული პროექტი: „სპორტი, როგორც მეგობრობის ხიდი“
გ ე რ მ ა ნ ი ა
პერიოდი: 29 ოქტომბერი – 06 ნოემბერი
ლოკაცია: პოტსდამი
მონაწილეები: აიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლა (6 მოჭიდავე ძიუდო + 1 მწვრთნელი) ხელმძღვანელი – ჩხაიძე გენადი / დირექტორი 577 17 02 00
პარტნიორები: პოტსდამის ძიუდოს კლუბი – http://www.ujkc.de/
ღონისძიებები: ვარჯიშები, დასვენება/გართობა, ექსკურსიები, ამხანაგური მატჩები
დაფინანსება: ლოგისტიკის ხარჯებს (დაბინავების, კვებისა და გადაადგილების თანხებს) იღებს საზოგადოება.
5. აჭარის არ უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ვიზიტი ბრანდენბურგის ლანდტაგში
გ ე რ მ ა ნ ი ა
პერიოდი: 3 -7 სექტემბერი.
ლოკაცია: პოტსდამი
მონაწილეები: აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონი გაბაიძის და თანმხლები დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბრანდენბურგის ლანდტაგში, მიძღვნილი საქართველოში გერმანელების დამკვიდრების 200 წლისთავის და ასევე, საიუბილეო დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავისადმი
პარტნიორები: ბრანდენბურგის პარლამენტი (ლანდტაგ) და ქალბატონი ბრიტა სტარკი
ღონისძიებები: ოფიციალური შეხვედრები, საიუბილეო კონცერტი ლანდტაგის სხდომათა დარბაზში.
სპეციალური მოწვეული სტუმრები ქ. ბათუმის რევაზ ლაღიძის სახ. სამუსიკო სკოლის მუსიკოსები (ქალბატონი ნატო ორაგველიძე), ასევე ი.ს. ბახის პოცდამის მუს. სკოლის მოსწავლეები.
დაფინანსება: ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ხარჯებს (დაბინავების, კვებისა და გადაადგილების თანხებს) იღებს ლანდტაგი, ხოლო მოსწავლეების – საზოგადოება.
6. პროექტი: კრებულის გამოცემა – პრეზენტაცია
კრებული: ქართულ – გერმანული ურთიერთობები/ „გერმანელთა აჭარაში ცხოვრების ისტორიიდან“ მომზადება – გამოცემა. დაინტერესებულ პირებთან ერთად შევძელით საარქივო დოკუმენტური მასალების მოძიება აჭარაში მცხოვრები / მოღვაწე გერმანელების ღვაწლის შესახებ (800 გვერდამდე) და გვაქვს სურვილი გამოიცეს კრებული.
7. პროექტი: მახინჯაურის გერმანელთა სასაფლაოს პატივმიგების ღონისძიება
ღონისძიება იგეგმება ბათუმში გერმანელთა დიასპორასთან / ბათუმის მერიასთან საქართველოში გერმანიის საელჩოსთან და საართველოს პარლამენტთან ერთად (შეთანხმების პროცესში)
8. პროექტი: შემეცნებითი ღონისძიებები (შეთანხმების პროცესში)
პროექტის არსი: იგეგმება შემეცნებითი ღონისძიებები ბათუმის სკოლებში. ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოში ძველთაგანვე ცხოვრობდნენ გერმანელები, მათი ცალკეული ოჯახები, უფრო მეტიც, შეიქმნა გერმანული კოლონიები და დასახლებები, რომლის ნაშთები დღესაც შემორჩენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის აჭარაში. გერმანელებმა დიდი როლი ითამაშეს ქართული ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარების საქმეში. აჭარაში მოღვაწე გერმანელები XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დიდ როლს თამაშობდნენ აჭარის საზოგადოებრივ – პოლიტიკურ, სიციალურ – ეკონომიკურ და კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობაში. არა ერთი გერმანელის სახელი და გვარი შემოინახა ჩვენი ქვეყნის ისტორიამ. განსაკუთრებით დიდია გერმანელთა როლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეში…
9. გამოფენა: „ერთად ერთმანეთისთვის – 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“
მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება
10. ტრადიციული -V საქველმოქმედო კონცერტი / ბრენდონ სტოუნთან ერთად (შეთანხმების პროცესში)
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
პერიოდი: 3 ოქტომბერი.
ლოკაცია: სავარაუდოდ – ბათუმი / საზაფხულო ფილარმონია
მონაწილეები: რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლის, პატარა გოგონათა აკადემიური გუნდი, ანსამბლები – „G E O P L A N E T“ და „ზღვის შვილები“.
ორგანიზატორი: ,,საქართველო – ბრანდერბურგის“ საზოგადოება
პარტნიორები: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია და საკრებულო, ბათუმის კულტურის ცენტრი, მაკრო სტუდიო პროდაქშენი, სარეკლამო სააგენტო „მარკა“, კომპანია „ხრაშუნა ორცხობილა“, რ. ლაღიძის მუსიკალური სკოლა,სსიპ ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლა, სსიპ ქ. ბათუმის №18 საჯარო სკოლა.
საინფორმაციო მხარდაჭერა: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, რადიო „არდაიდარდო“.
ღონისძიება: საქველმოქმედო კონცერტი ტარდება, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ – მეუფე დიმიტრის ლოცვა – კურთხევით. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება
11. პროექტი: „მუსიკა, როგორც ენა კულტურათა შორის / მუსიკალური გაცვლითი პროგრამა
ქ. კლეინმახნოვის და ბათუმის რ. ლაღიძის სახელობის მუსიკალურ სკოლებს შორის
გ ე რ მ ა ნ ი ა
პერიოდი: 1– 8 სექტემბერი
ლოკაცია: კლეინმახნოვი / პოტსდამი / ბერლინი
მონაწილეები: რევაზ ლაღიძის სახ.მუსიკალური სკოლა/ხელმძღვანელი-ნატო ორაგველიძე. სულ 9 მონაწილე
ღონისძიებები: ერთობლივი რეპეტიციები და კონცერტები.ასევე, დასვენება/გართობა, ექსკურსიები, შეხვედრები
საინტერესო ახალგაზრდებთა და სხვა შემეცნებითი ღონისძიებები.
დაფინანსება: დაბინავება (ქალბატონი უტა ტობენი – კლეინმახნოვის მუსიკალური სკოლის დირექტორის ინიციატივით, დაბინავდებიან გერმანულ ოჯახებში) ლოგისტიკის და კვებისა ხარჯებს იღებს საზოგადოება.
12. პროექტი: ქ. პოტსდამის თავისუფალი და თბილისის ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სკოლებს შორის გაცვლითი პროგრამა
გ ე რ მ ა ნ ი ა
პერიოდი: ივლისი ან აგვისტო 7 დღე
ლოკაცია: პოტსდამი / ბერლინი
მონაწილეები: თბილისის ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სკოლებს შორის)
სულ 7 მონაწილე
ღონისძიებები: ერთობლივი რეპეტიციები და კონცერტები.ასევე , დასვენება/გართობა, ექსკურსიები, შეხვედრები
საინტერესო ახალგაზრდებთა და სხვა შემეცნებითი ღონისძიებები.
დაფინანსება: დაბინავება (ქ. პოტსდამის თავისუფალი მუსიკალური სკოლის დირექტორის ინიციატივით, დაბინავდებიან გერმანულ ოჯახებში) ლოგისტიკის და კვებისა ხარჯებს იღებს საზოგადოება.
13. პროექტი: გაცვლითი პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის
პროექტი ხორციელდება ქალბატონი როენა გოგოლაძის უშუალო ინიციატივით
გ ე რ მ ა ნ ი ა
პერიოდი: 5 ივნისი.
ლოკაცია: პოტსდამი.
მონაწილეები: სსიპ – ქალაქ ბათუმის № 18 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
„საქართველო – ბრანდენბურგის” საზოგადოება
გულითადად გილოცავთ შობა – ახალ 2017 წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას – ბედნიერებას
წარმატებებს პირად, საზოგადოებრივ და სამსახურეობრივ საქმიანობაში
ღმერთმა გიმრავლოთ წყალობა, მშვიდობა და სიყვარული
აშენდით და იდღეგრძელეთ, გაიხარეთ მრავალჟამიერ!
ტურნირის გამარჯვებული – ბათუმის “დინამო”
საერთაშორისო გაცვლითი პ რ ო ე ქ ტ ი – „სპორტი, როგორც მეგობრობის ხიდი“
პროგრამის მონაწილე: საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“ (გერმანია) ფეხბურთელები (U12 /12 პირი + 2 მწვრთნელი)
გაცვლითი პროგრამა ხორციელდება საქართველო – ბრანდენბურგის საზოგადოებისინიციატივით და ლევან კობიაშვილის უშუალო პატრონაჟით.
ვიზიტის პერიოდი:14–23 ოქტომბერი.
შენიშვნა: საფეხბურთო კლუბი „ბაკური“ და “ეზოს ფეხბურთი”-ს გუნდები უკვე სტუმრობდნენ (ივნისში და სექტემბერში) გერმანიას – საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“-ს, სადაც გაიარეს სასწავლო – საწვრთნო შეკრება.
პროექტის არსი: საქართველოს პოპულარიზაცია / ბათუმი სტაბილური და მზარდი განვითარების, ერთერთი ულამაზესი და მიმზიდევლი ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე, სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ხალხით, სადაც შეიძლება ბავშვების გაგზავნა, დასვენება, გართობა, სწავლა, პროფესიული განვითარება, სპორტული ცხოვრება, ქართული ტრადიციებისა და უძველესი ისტორიის გაცნობა, კულტურის, როგორც ფასეულობის შეცნობა, თანასწორუფლებიანი პარტნიორობა, ნდობა და მეგობრობა.
პროექტის ფარგლებში: გაიმართა ტრადიციული, რიგით მე-4 საერთაშორისო ტურნირი – ბათუმის თასზე ( 6 გუნდი: „ბაბელსბერგი 03“ (გერმანია); ქუთაისის „მართვე“; ბათუმის „დინამო“ I და II; საფეხბურთო კლუბი „ბაკური“-სა და ფოთის გუნდები).
ბათუმის თასზე რიგით მე-4 საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული – ბათუმის “დინამოა”, რომელმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში შეძლო ჯერ გაეთანაბრებინა ანგარიში და მერე გამარჯვების გოლი გაეტანა ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელთა გუნდისათვის.
ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ პატარაძე, რომელმაც მიულოცა პატარებს გამარჯვება და მონაწილეობა მიიღო დაჯილდოების ცერემონიალში.
ხალხი, ბუნება – ეს ფანტასტიკურია!!!
საერთაშორისო გაცვლითი პ რ ო ე ქ ტ ი – „სპორტი, როგორც მეგობრობის ხიდი“
პროგრამის მონაწილე: საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“ (გერმანია) ფეხბურთელები (U12 /12 პირი + 2 მწვრთნელი)
გაცვლითი პროგრამა ხორციელდება საქართველო – ბრანდენბურგის საზოგადოებისინიციატივით და ლევან კობიაშვილის უშუალო პატრონაჟით.
ვიზიტის პერიოდი:14–23 ოქტომბერი.
შენიშვნა: საფეხბურთო კლუბი „ბაკური“ და “ეზოს ფეხბურთი”-ს გუნდები უკვე სტუმრობდნენ (ივნისში და სექტემბერში) გერმანიას – საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“-ს, სადაც გაიარეს სასწავლო – საწვრთნო შეკრება.
პროექტის არსი: საქართველოს პოპულარიზაცია / ბათუმი სტაბილური და მზარდი განვითარების, ერთერთი ულამაზესი და მიმზიდევლი ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე, სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ხალხით, სადაც შეიძლება ბავშვების გაგზავნა, დასვენება, გართობა, სწავლა, პროფესიული განვითარება, სპორტული ცხოვრება, ქართული ტრადიციებისა და უძველესი ისტორიის გაცნობა, კულტურის, როგორც ფასეულობის შეცნობა, თანასწორუფლებიანი პარტნიორობა, ნდობა და მეგობრობა.
პროექტის ფარგლებში: გაიმართება ტრადიციული, რიგით მე-4 საერთაშორისო ტურნირი – ბათუმის თასზე ( 6 გუნდი: „ბაბელსბერგი 03“ (გერმანია); ქუთაისის „მართვე“; ბათუმის „დინამო“; საფეხბურთო კლუბი „ბაკური“; ფოთისა და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდები).
ასევე, გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები, ამხანაგური შეხვედრები, სამწვრთნელო და ტაქტიკური მეცადინეობები, ერთობლივი ვარჯიშები (ფიზიკური მომზადებისა და ტექნიკური მიმართულებით) და სხვა აქტივობები.
პროგრამის ფარგლებში, საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“-ის ფეხბურთელები ღია საწვრთნო ვარჯიშებს ატარებენ საფეხბურთო კლუბი „ბაკური“-ს ბაზაზე, ხოლო დახურულ – ახალგაზრდულ ცენტრის დარბაზში. თავისუფალ დროს მოინახულეს დელფინარიუმი, გაისეირნეს ბულვარში, შემდეგ დაათვალიერეს (გემით) ბათუმის სანაპირო, ეწვივნენ პიაცას, მომღერალ შადრევნებს…
საფეხბურთო კლუბი „ბაბელსბერგი 03“- მეგობრობა გრძელდება
საერთაშორისო გაცვლითი პ რ ო ე ქ ტ ი – „სპორტი, როგორც მეგობრობის ხიდი“
პროგრამის მონაწილე: საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“ (გერმანია) ფეხბურთელები (U12 /12 პირი + 2 მწვრთნელი)
გაცვლითი პროგრამა ხორციელდება საქართველო – ბრანდენბურგის საზოგადოების ინიციატივით და ლევან კობიაშვილის უშუალო პატრონაჟით.
ვიზიტის პერიოდი:14–23 ოქტომბერი.
შენიშვნა: საფეხბურთო კლუბი „ბაკური“ და “ეზოს ფეხბურთი”-ს გუნდები უკვე სტუმრობდნენ (ივნისში და სექტემბერში) გერმანიას – საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“-ს, სადაც გაიარეს სასწავლო – საწვრთნო შეკრება.
პროექტის არსი: საქართველოს პოპულარიზაცია / ბათუმი სტაბილური და მზარდი განვითარების, ერთერთი ულამაზესი და მიმზიდევლი ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე, სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ხალხით, სადაც შეიძლება ბავშვების გაგზავნა, დასვენება, გართობა, სწავლა, პროფესიული განვითარება, სპორტული ცხოვრება, ქართული ტრადიციებისა და უძველესი ისტორიის გაცნობა, კულტურის, როგორც ფასეულობის შეცნობა, თანასწორუფლებიანი პარტნიორობა, ნდობა და მეგობრობა.
პროექტის ფარგლებში: გაიმართება ტრადიციული, რიგით მე-4 საერთაშორისო ტურნირი – ბათუმის თასზე ( 6 გუნდი: „ბაბელსბერგი 03“ (გერმანია); ქუთაისის „მართვე“; ბათუმის „დინამო“; საფეხბურთო კლუბი „ბაკური“; ფოთისა და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდები).
ასევე, გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები, ამხანაგური შეხვედრები, სამწვრთნელო და ტაქტიკური მეცადინეობები, ერთობლივი ვარჯიშები (ფიზიკური მომზადებისა და ტექნიკური მიმართულებით) და სხვა აქტივობები.
პროგრამის ფარგლებში, საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“-ის ფეხბურთელები ღია საწვრთნო ვარჯიშებს ატარებენ საფეხბურთო კლუბი „ბაკური“-ს ბაზაზე, ხოლო დახურულ – ახალგაზრდულ ცენტრის დარბაზში. თავისუფალ დროს გაერთნენ ყინულის სასახლეში და კეგლი ბარში. ასევე, სტუმრობდნენ “მაკდონადლს” და მოინახულეს ბოტანიკური ბაღი, მახუნცეთის ჩანჩქერი…
14.10.16. საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“-ს საპასუხო ვიზიტი
საერთაშორისო გაცვლითი პ რ ო ე ქ ტ ი – „სპორტი, როგორც მეგობრობის ხიდი“
პროგრამის მონაწილე – საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“ (გერმანია) ფეხბურთელები (U12 /12 პირი + 2 მწვრთნელი)
შენიშვნა: გაცვლითი პროგრამა ხორციელდება საქართველო – ბრანდენბურგის საზოგადოების ინიციატივით და ლევან კობიაშვილის უშუალო პატრონაჟით.
ვიზიტის პერიოდი 14–23 ოქტომბერი.
შენიშვნა: საფეხბურთო კლუბი „ბაკური“ და “ეზოს ფეხბურთი”-ს გუნდები უკვე სტუმრობდნენ (ივნისში და სექტემბერში) გერმანიას – საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგი 03“-ს, სადაც გაიარეს სასწავლო – საწვრთნო შეკრება.
პროექტის არსი – საქართველოს პოპულარიზაცია / ბათუმი სტაბილური და მზარდი განვითარების, ერთერთი ულამაზესი და მიმზიდევლი ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე, სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ხალხით, სადაც შეიძლება ბავშვების გაგზავნა, დასვენება, გართობა, სწავლა, პროფესიული განვითარება, სპორტული ცხოვრება, ქართული ტრადიციებისა და უძველესი ისტორიის გაცნობა, კულტურის, როგორც ფასეულობის შეცნობა, თანასწორუფლებიანი პარტნიორობა, ნდობა და მეგობრობა.
პროექტის ფარგლებში: გაიმართება ტრადიციული, რიგით მე-4 ტურნირი – ბათუმის თასზე ( 6 გუნდი: „ბაბელსბერგი 03“ (გერმანია); ქუთაისის „მართვე“; ბათუმის „დინამო“; საფეხბურთო კლუბი „ბაკური“; ფოთისა და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდები).
ასევე, გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები, ამხანაგური შეხვედრები, სამწვრთნელო და ტაქტიკური მეცადინეობები, ერთობლივი ვარჯიშები (ფიზიკური მომზადებისა და ტექნიკური მიმართულებით) და სხვა აქტივობები.
შენიშვნა; დელეგაცია 14 ოქტომბერს ჩამოფრინდა ქალაქ ქუთაისში (ქ. ქუთაისის მერის ბატონი შოთა მურღულიას თხოვნით, სადაც დაათვალიერებინეს პრომეთეს მღვიმე, მოინახულეს ბაგრატისა და გელათის ტაძრები და სხვა ღირსშესანიშნაობები. 15-ში საღამოს კი, გამოემგზავრენ ბათუმისაკენ).
„Babelsberg 03“ ნორჩ ფეხბურთელების აჭარაში ვიზიტთან დაკავშირებით შექმნილია ფანკლუბი (კლუბის აღსაზრდელები, გულშემატკივრები, მშობლები და ქალაქის მცხოვრებლები), რომლებიც 15 წუთიან ინტერვალში კლუბის ვებგვერდზე ღებულობენ ინფორმაციებს (სურათები, ინეტრვიუები..) თუ სად სტუმრობდნენ, როგორია მათი შთაბეჭდილებები…, ხოლო ყოველ საღამოს გუნდის შეკრებაზე, კლუბის ფანებს პირდაპირ live-ში გადაცემენ დღის პროგრამას (კვება, აქაური ხალხი, (სტუმართ – მასპინძლობა) ქალაქის ღირსშესანიშნაობები, კულტურა, ა.შ.). ამდენად, თქვენ თავად შეგიძლიათ შეაფასოთ – სოციალური ქსელებით ჩვენი რეგიონის რეკლამირების არეალი და მნიშვნელობა!!! ამასთან გაითვალისწინეთ, რომ საფეხბურთო კლუბ „Babelsberg 03“-ის Facebook-ზე გაწევრიანებულია –12 540 –მდე გულშემატკივარი!!! ჰყავს 54 000-ზე მეტი მნახველი!!! ხოლო Twitter-ზე -6 714!!!)
ცნობისათვის: 2014 წლის პროექტის მასალები ასახულია 5 გვერდზე!!! და რაც უმნიშვნელოვანესია, ეს პროექტი გააშუქა / თავის ვებგვერდზე ატვირთა!!! გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (მრავალმილიონიანი აუდიტორია!!!) ანუ მთლიანობაში, პროექტის / იგივე, საქართველოს პოპულარიზაციის – ეფექტი / ლობისტები / ხარისხი / სარგებლიანობა თუ შედეგიანობა, მართლაც თვალსაჩინოა, რაც წინაპირობაა ჩვენი ქვეყნით დაინტერესებისა, რეკლამირებისა და გულწრფელი პროპაგანდისა, მათ შორის ტურიზმის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში (ბერლინში) დაბრუნებულ პროექტის მონაწილეებს (2014 წელი) – „Babelsberg 03“ ნორჩ ფეხბურთელებს, აეროპორტში დახვდნენ მათი მშობლები, კლუბის მესვეურები და გულშემატკივრები, რომლებმაც შეკრეს რკალი (50 კაცამდე) და ბათუმლებს – გადაუხადეს უღრმესი მადლობა, შესანიშნავი სტუმართ – მასპინძლობისათვის, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისათვის, ქართველი ხალხის გულთბილი დახვედრისათვის…
და კიდევ – ბაბელსბერგში (მოსახლეობა – ბათუმზე მეტი), რეგიონალური ლიგის ერთერთი საფეხბურთო (საჩემპიონატო) მატჩის მსვლელობისას, შესვენების დროს, მოედნის შუაგულში – ცენტრში, მიიწვიეს ბატონი პავლე და ბაბელსბერგის საფეხბურთო კლუბისა და ქალაქის მოსახლეობის სახელით, ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადეს!!!!… და ეს გრძელდებოდა 10 წუთის განმავლობაში, დიქტორის შეძახილებითა და ფეხზე წამომდგარ გულშემატკივართა (8 000-მდე!!!) წრფელი ოვაციების თანხლებით!!!
შედეგიანობა / ეფექტურობა – „Babelsberg 03“ კლუბის პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის ენრიკო გროსეს შეთავაზებით, თუკი 2017 წელს მოხერხდება ოთხთა ტურნირის ორგანიზება, „Babelsberg 03“ -ს გუნდი აუცილებლად მიიღებს მასში მონაწილეობას და თანაც გერმანიის რეგიონალური ლიგის პირველი გუნდით!, რაც უმნიშვნელოვანესი წარმატებაა აჭარის პოპულარიზაციის თვალსაზრისით! და ძალზე მიმზიდველი პერსპექტივაა – დარწმუნებული ვართ, ევროპის წამყვანი – ტრადიციულად ძლიერი სხვა კლუბებიც მოისურვებენ ბათუმში ჩამოსვლას!!!.
სტუმრობა საელჩოში ბატონ ლადო ჭანტურიასთან
პ რ ო ე ქ ტ ი – „სპორტი, როგორც მეგობრობის ხიდი“
საქართველოს საელჩო გერმანიაში. ძალიან თბილი შეხვედრა მოგვიწყო ბატონმა ლადო ჭანტურიამ. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მსგავსი პროექტების აუცილებლობას და საჭიროებას ორი ქვეყანის ურთიერთობათა განვითარებისა და კულტურების გაცვლის სარგებლიანობის, შედეგიანობის და ეფექტურობის თვალსაზრისით… და ეს დღე ძალიან დასამახსოვრებელი დარჩა ჩვენი მოზარდებისათვის, როგორც ჩანს – ბევრ რამეს სხვანაირად გააზრება სჭირდება… და საინტერესო ხდება, მითუმეტეს თუ შენც შეგიძლია, შენი წილი სიკეთის გაღება შენი ქვეყნისთვის.
შემდეგ კი, გვქონდა არანაკლებ მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა პოტსდამის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან და პროფესორებთან.
30 სექტემბერს კი, გამოვემგზავრეთ ჩვენს ულამაზეს სამშობლოში. დიდი მადლობა ბატონ პავლე შპეტიშვილს, ბატონ მერაბ ქიძინიძეს და ბატონ ირალი ბერიძეს, ამ შესანიშნავი პროექტის ორგანიზებისათვის, ულამაზესი დღეების, განცდებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მონიჭებისათვის…
სად ვიყავით!? რა ვნახეთ!?
პ რ ო ე ქ ტ ი – „სპორტი, როგორც მეგობრობის ხიდი“
კულტურულ – შემეცნებითი – გასართობი პროგრამა ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახლდათ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო “ტროპიკალ” ცენტრის მონახულება, სტუმრობა ზოოპარკში, სესილია პარკის დათვალიერება…
ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო:
ზოოპარკი: 1. Zoo https://www.facebook.com/jabachanturia.dianaginzburg/videos/1303168186389541/
2. zoo https://www.facebook.com/jabachanturia.dianaginzburg/videos/1303200603052966/
“ტროპიკანა” ცენტრი:
1.tropicalhttps://www.facebook.com/jabachanturia.dianaginzburg/videos/1306217406084619/
2. tropical https://www.facebook.com/jabachanturia.…/…/1306140376092322/
3. tropical https://www.facebook.com/jabachanturia.dianaginzburg/videos/1306146192758407/
ასევე, ბერლინის ღირსშესანიშნაობები – ბრანდენბურგის ჭიშკარი, რაიხსტაგი, ოლიმპიური სტადიონი, საბჭოური სიმბოლიკა …
რვა დაუვიწყარი დღე ბრანდენბურგის მიწაზე
პ რ ო ე ქ ტ ი – „სპორტი, როგორც მეგობრობის ხიდი“
2016 წლის 23-30 სექტემბერს ქალაქ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის პროექტ „ეზოს ფეხბურთი“-ს მონაწილეები, მწვრთნელებთან და კოორდინატორებთან ერთად “საქართველო–ბრანდენბურგის” საზოგადოების მიწვევით, იმყოფებოდნენ პოტსდამში, სადაც გაიარეს სასწავლო-საწვრთო შეკრება საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგ-03“ ბაზაზე.
პროექტის არსი: საქართველო – გერმანიას შორის ურთიერთობათა განვითარება, თანამშრომლობა; გაცვლითი პროგრამების (განათლება, კულტურა, სპორტი) ხელშეწყობა; ტურისტული გარემოს (მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება) გაცნობა / პოპულარიზაცია.
ინტერვიუ: პროექტ „ეზოს ფეხბურთი“-ს კოორდინატორთან ზაურ კეკელიძესთან.
როგორ შეირჩა პროექტის მონაწილეები?
ეზოს ფეხბურთი წარმატებული პროექტია. პროექტმა ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუხსნა გზა და მისცა საშუალება თავისუფალი დრო ჯანსაღ გარემოში სპორტულად გაეტარებინათ. ბავშვები შევარჩიეთ ინდივიდუალური ნიჭიდან გამომდინარე. შესაძლებლობა მივეცით ყველას. ძლიერი გუნდი შევკარით მაქსილურად მჭიდრო ვადებში.
რას გვეტყვით პროექტთან დაკავშირებით?
პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველო-ბრანდენბურგის საზოგადოებას და პირადად ბატონ პავლე შპეტიშვილს, რომელიც არის ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი. ეს პროექტი არის ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. საქართველოს და ქართველებს გვესაჭიროება ევროპული გამოცდილების გაზიარება. სპორტის სფეროში გერმანული გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია. ბავშვებმა მიიღეს “შოკი” კარგი გაგებით. ისწავლეს ბევრი რამ და ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ. ამიტომაც ეს პროექტი აუცილებელია მომავალშიც გაგრძელდეს.
რა შეხვედრები გქონდათ? რა ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ? რა განცდები დაგეუფლათ?
პროექტი საკმაოდ დატვირთული არის საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით. ბატონ პავლეს დეტალურად ჰქონდა გაწერილი დღის წესრიგი. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგ-03“ ბაზის მონახულება. ძალიან ძლიერი საფეხბურთო სკოლა აქვთ. ბერლინის ოლიმპიური სტადიონი ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ობიექტია მსოფლიოში და ბავშვებმა მისი ისტორია დიდი ინტერესით მოისმინეს. ბაბელსბერგის ფილმების პარკი კარგი გასართობი და შემეცნებითი ადგილია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატონ ლადო ჭანტურიას თბილი შეხვედრისთვის. ჩვენი ვიზიტს ბოლო დღე იყო ყველაზე შთამბეჭდავი ბატონმა პავლემ და ენრიკომ დიდი სიურპრიზი მოგვიწყვეს და საოცარ ტროპიკულ პარკში აღმოვჩნდით. ეს დღეები და წამები წარუშლელია და მუდამ დარჩება ჩვენს გონებაში
რას უსურვებთ პროექტს მომავალში?
ჩვენს ქვეყანას ჭირდება ბევრი მსგავსი პროექტები. საქართველო-ბრანდენბურგის საზოგადოებას ვუსურვებ ეკეთბინოს ესეთი პროექტები ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის. ბავშვებმა წარუშლელი შთაბეჭდილებები მიიღეს. ჩვენ წამოვიღეთ საუკეთესო გერმანული პრაქტიკა საქართველოში. მადლობა. უფალი გფარავდეთ კეთილო ადამიანებო.
22.09.16 ევროპა ასეთი მარტივი ჯერ არასოდეს ყოფილა!!!
პ რ ო ე ქ ტ ი – „სპორტი, როგორც მეგობრობის ხიდი“
2016 წლის 23-30 სექტემბერს ქალაქ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის პროექტ „ეზოს ფეხბურთი“-ს მონაწილეები, მწვრთნელებთან და კოორდინატორებთან ერთად “საქართველო-ბრანდენბურგის” საზოგადოების მიწვევით, იმყოფებოდნენ პოტსდამში, სადაც გაიარეს სასწავლო-საწვრთო შეკრება საფეხბურთო კლუბ „ბაბელსბერგ-03“ ბაზაზე.
სულ რამოდენიმე საათში, ეზოს ფეხბურთის ბავშვებთან ერთად მივემგზავრებით გერმანიის ქალაქ პოტსდამში (ბერლინი)… დიდი მადლობა საქართველო – ბრანდებურგის საზოგადოებას, პავლე შპეტიშვილს და ბათუმის სპორტულ – ახალგაზრდულ ცენტრს, ირაკლი ბერიძეს.
აქვე გილოცავთ კოპიტნარის აეროპორტიდან ევროპის წამყვან ქალაქებში რეისების დაწყებას…პირველი რეისს ჩვენ ვასრულებთ…ევროპა ასეთი მარტივი ჯერ არასოდეს ყოფილა!!!
რადიო ინტერვიუ – “დილა 104-სა და 5-ზე”
“საქართველო- ბრანდერბურგის” საზოგადოება აღნიშნულ პროექტს ბათუმის სპორტულ ახალგაზდულ ცენტრთან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ბათუმიდან პოტსდამში დღეს „ეზოს ფეხბურთის“ მონაწილეები მიემგზავრებიან მწვრთნელებთან და კოორდინატორებთან ერთად.
ამ თემაზე დღევანდელი, 22 სექტემბრის გადაცემის “დილა 104-სა და 5-ზე” სტუმრები იყვნენ პროექტის ‘სპორტი, როგორც მეგობრობის ხიდი”-კოორდინატორი ნიკოლოზ მეგრელიშვილი და ბათუმის სპორტულ – ახალგაზრდული ცენტრის პროექტის -“ეზოს ფეხბურთი” მწვრთვნელი ზაურ კეკელიძე.