Monthly Archives: August 2013

31 აგვისტო 2013 წელი

„ საპატიო  ბათუმელები“ –  ვ. ღლონტი,  ზ. ხალვაში  და  ი. ლიპსდორფი,  გადაცემა –„დილის  ტალღაში                                                                                                                                                                      ეთერში  გასვლამდე,  მოწვეულ  სტუმრებს  შორის  გაიმართა ძალიან  გულთბილი  სააუბარი.            ბატონი  იენს  ლიპსდორფი  აღფრთოვანებული  და  ფრიად  გაკვირვებული  იყო,  როცა  გაიგო,  რომ    ბატონი   ვახტანგ   ღლონტი   საკმარისად   ფლობდა   გერმანული  ენას  და  კარგად  იყო  გათვითცნობიერებული  გერმანელი  მწერლების  შემოქმედებაში.  განსაკუთრებით   ააღელვა  ბატონი  ვახტანგის  მიერ  გერმანულ  ენაზე  წაკითხულმა  ლექსმა. . .                                                                ძალიან  საინტერესო  გამოდგა  საუბარი  ბატონ  ზაზა   ხალვაშთან.  წარმოიშვა  იდეა,  რომ   მომზადებულიყო,  ჯერ   სცენარი,  ქართულ – გერმანულ  ურთიერთობებისა  (რომელშიც  აისახებოდა    ყველა  ისტორიული, დუკომენტური  მასალა),  ხოლო  შემდეგ   უკვე   ეზრუნათ   ფილმის  გადაღებაზეც.                                                                                                                                                ბატონი  იენსი  დაპირდა,  რომ  ამ  საკითხზე  მას  ექნებოდა  საუბარი  საქართველოში   გერმანიის  ელჩთან,    ბატონმა  ორთვინ  ჰენიგთან,  რომელთანაც  დაგეგმილია  შეხვედრა  მ.წ. 3 სექტემბერს.      ბატონი  იენსი,  ასევე,   შეხვდა ედიშერ  ლომაძეს,  კომპოზიტორს,   ჯგუფი „ჯეო პლანეტის“  დამაარსებელსა  და  ხელმძღვანელს.    განხილული  იქნა  მომავალი  გასტროლების  (ოთხი  კონცერტი  ოთხ  ქალაქში,  მ.შ. ერთი  ბერლინში),  რომელიც  დაგეგმილია  2014 წლის  მაისში,  დეტალები,  პასუხისმგებლობები  და  ვალდებულებები.                                                                                         აქტუალური  აღმოჩნდა  შეხვედრა  ბატონ  თემურ  კახიძესთან.  საუბრის  თემებს  წარმოადგენდა  სამოქალაქო  სექტორის  ჩართულობა  და  გერმანული  გამოცდილების  გაზიარება,  ასევე,  გერმანიაში  კვალიფიკაციის  ამაღლების  შესაძლებლობები  და   თანამშრომლობის  პერსპექტივები,  ისეთ  საკითხებთან  მიმართებაში,  როგორიცაა:  ურბანული  და  ლანდშაფტური  დაგეგმარება,  განვითარება,  ჩართვა,   ეკოლოგიურ  და  სოციალურ  პროექტებში.

This slideshow requires JavaScript.

მადლიერება

მადლიერება

    2  სექტემბერს,  „ბათუმობა–2013–ბათუმი და ბათუმელები“,  ჩატარდება  საპატიო  ბათუმელების  და  დამსახურებული  მოღვაწეების დაჯილდოების  ცერემონიალი.

დღეს  უკვე  ცნობილია,  რომ   ქ. ბათუმის   მერის   განკარგულებით,   „საპატიო  ბათუმელის“  წოდება  მიენიჭებათ :  ბატონ  პავლე  შპეტიშვილს  („ბრანდენბურგი–საქართველოს  საზოგადოების“   თავმჯდომარე  და  „საქართველო–ბრანდენბურგის  საზოგადოების“  საპატიო  თანათავმჯდომარე)  და  ბატონ  იენს   ლიპსდორფს  („საქართველო–ბრანდენბურგის  საზოგადოების“   საპატიო   თანათავმჯდომარე,  ბრანდენბურგის  პარლამენტის  კვლევების,  განათლების  და   მეცნიერების    კომიტეტის  თავმჯდომარე,  საერთაშორისო  პოლიტიკური  ექსპერტი,  განვითარებადი  ქვეყნების    სოციალურ – ეკონომიკური  განვითარების მარეგულირებელი  კომისიის  თავმჯდომარე   პოლიტიკურ  საკითხებში, გერმანიაში,  ევროპარლამენტის   წარმომადგენელი  (კულტურის  საკითხებში),  ბიზნესმენი  (დასახელებულია  ევროპის  100  საუკეთესო  მეწარმეთა  შორის), ქ. კოტბუსის  სავაჭრო  პალატისა  და  კარლ–თიმის  კლინიკის  სამეთვალყურეო  საბჭოს  წევრი).

ეს  რა  თქმა  უნდა   ქვეყნისა  და  ერის საკეთილდღეოდ   გაწეული,   ერთიანი  ძალისხმევისა  და  სწორად   დაგეგმილი,   მიზანმიმართული,   წარმატებული  საქმიანობის    აღიარებაა   (დაწვრილებით იხილეთ  ვებ–საიტი  http://georgien.tk/  >>> ახალ ამბებში >>> “წარდგინება”,  ხოლო  ყველა  პროექტის  გასაცნობად >>> „სავიზიტო  ბარათი“).

 

This slideshow requires JavaScript.

 

 

2013 წლის   3 – 7 ივნისს,  შედგა  შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დელეგაციის   ვიზიტი  პოტსდამის უნივერსიტეტში 

>>>ვიზიტი გერმანიაში 03.06.–07.06.2013წ.<<<

12 მაისი 2011 წელი.  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამდღიანი, საპასუხო ვიზიტით გერმანიის ბრანდენბურგის ფედერალური მიწის დელეგაცია  (ვილჰელმ – გიუნტერ ვარსონი – პროფესორი, ებერსვალდეს მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტი,  იენს ლიპსდორფი – ბრანდენბურგის ფედერალური მიწის პარლამენტის წევრი, მეცნიერების, კვლევისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და პავლე შპეტიშვილი – ბრანდენბურგი-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე)  ეწვია. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ებერსვალდეს მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტმა, პროფესორმა ვილჰელმ-გიუნტერ ვარსონმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულების თანახმად განხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრების, ბაკალავრებისა და მაგისტრების ერთობლივი გაცვლითი პროგრამები, ჩატარდება ერთობლივი კონფერეცნიები და სემინარები. მხარეები ასევე სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის ურთიერთგაცვლაზე, საგანმანათლებლო და კვლევითი მენეჯმენტის გამოცდილების გაზიარებასა და ბიბლიოთეკის ონლაინ-რეჟიმში გამოყენებაზე შეთანხმდნენ.

>>>ებერსვალდეს მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებელი<<<

2012 წლის 5 –9 ნოემბერს, პოტსდამის უნივერსიტეტს,  საქმიანი  ვიზიტით  ეწვივნენ  განათლებისა  და მეცნიერების  ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  მარინა ქორიძე, ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი, მადონა მიქელაძე და ასისტენტ პროფესორი ნელი ახვლედიანი პოტსდამში.  პრიორიტეტულ  თემას   წარმოადგენდა განათლების მეცნიერებები და ენების (150–მდე, ენებთან  მიმართებაში) ცენტრი.  შეთანხმდნენ – ენების ცენტრის დაარსებისა  და განათლების კერძოდ,  პედაგოგიკის  მიმართულების  განვითარების  მიზნით, ბათუმში,  უნივერსიტეტში,  მოიწვიონ  პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორები.

>>>პოტსდამის უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2012წ.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დელეგაციის  ვიზიტი   გერმანიაში  (24–28იანვარი  2011.) >>>ვიზიტის (22-27.01.11წ) პრეზენტაცია<<<

20.2010 წელს გაფორმდა  მემორანდუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  პოტსდამის უნივერსიტეტს  შორის

>>>პოტსდამის უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2012წ.<<<

პრეზენტაციის სანახავად დაკლიკეთ ამ ბმულს >>>იენს ლიპსდორფი ველო კონცეფცია, ქართული ვარიანტი<<<

რით „დაშოკა” გერმანელი ტურისტები ბრენდონ სთოუნმა და რატომ გაუკვირდათ მისი „გამოკიდება” შუაგულ ბათუმში 2013-06-24 ნონა დათეშიძე

რით „დაშოკა” გერმანელი ტურისტები ბრენდონ სთოუნმა და რატომ გაუკვირდათ მისი „გამოკიდება” შუაგულ ბათუმში 2013-06-24 ნონა დათეშიძე
სულ ახლახან ბათუმში, ბრენდონ სთოუნის – ბესო შპეტიშვილის სოლო-კონცერტი გაიმართა. მომღერალმა თავისი ოცნება აისრულა – სამშობლოში, საყვარელი თანამემამულეებისთვის იმღერა. შემოსული თანხა საქველმოქმედო საქმეში გადარიცხა. თავის უკრაინელ ცოლს და შვილსაც აუსრულა დანაპირები – როგორც იქნა, მოახერხა და ისინი საქართველოში ჩამოიყვანა. ბრენდონი სულ სამი დღით იმყოფებოდა სამშობლოში. როდესაც დავუკავშირდით, უკვე გერმანიაში იყო და მეორე დღეს რუსეთში აპირებდა გამგზავრებას, სადაც „ახალი ტალღის” კონკურსისთვის ემზადება.
ბრენდონ სთოუნი: ყოველთვის მინდოდა, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტი ჩამეტარებინა და ამით მეც რამე გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის. ერთი წლის წინათ ბათუმში გავმართე კონცერტი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ხალხის სითბო და სიყვარული ვიგრძენი. მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, აქ აღარ ვცხოვრობ და უცხოეთში ვმოღვაწეობ რამდენიმე წლის განმავლობაში, მაინც ვახსოვარ და მაფასებენ. ეს ჩემთვის დიდი სტიმული და დაფასებაა. აჭარის მთავრობა დამიკავშირდა და მთხოვა, თუ შეგიძლია ჩამოხვიდე და კიდევ ერთი კონცერტი გამართოო. ბათუმში შენდება ეკლესია, წმინდა ილიას სახელობის ტაძარი, რისთვისაც გარკვეული თანხებია საჭირო და მითხრეს, თუ სურვილი გექნება, იქნებ შენც შეიტანო მის მშენებლობაში წვლილიო. უარს როგორ ვიტყოდი?! მიუხედავად, უამრავი საქმისა, ყველაფერი გადავდე და დიდი სიამოვნებით გადმოვფრინდი საქართველოში.
– შენს კონცერტს ბათუმში ბევრი გერმანელიც ესწრებოდა. ეს უბრალო დამთხვევა იყო, თუ ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ შენს მოსასმენად საქართველოში?
– გერმანელები ბათუმში ისვენებდნენ, კონცერტის ბანერი უნახავთ ჩემი სურათით. ჯერ გაოცებულან, ამას აქ რა უნდა, სად გამოკიდებულაო (იცინის) და გადაწყვიტეს კონცერტზე დასწრება. ჩემდა გასაოცრად, ყველა ბილეთი გაიყიდა და კონცერტის დღეს, მიუხედავად მოთხოვნისა, აღარ იყო. ის გერმანელი ტურისტები პირადად დამიკავშირდნენ, მთხოვეს, ძალიან გვინდა დასწრებაო და მეც „ჩავუწყვე” საქმე (იცინის). „ჩაწყობა” ხომ მოსულა?
– რასაკვირველია, მოსულა. და, რატომ გაუკვირდათ შენი კონცერტი ბათუმში? ხომ იციან, რომ წარმოშობით ქართველი ხარ?
– როგორ არ იციან, მაგრამ მერე მითხრეს, არასდროს მართავდი საქართვველოში კონცერტს, სულ გერმანელ მომღერლად აღგიქვამდით და ბანერი რომ „გავჩითეთ” ბათუმში, შოკში ჩავვარდით, მაგრად გაგვიკვირდაო. ასე რომ, ამ ერთი კონცერტით კეთილი საქმეც გავაკეთე, თანამემამულეებისთვისაც დავიხარჯე და სტუმრად ჩამოსული ტურისტი გერმანელებიც „დავშოკე” (იცინის). თუმცა მეც სტუმრად არ ვითვლები? აქ ბინა არ მაქვს. მინდოდა ყიდვა, მაგრამ ჯერ ვფიქრობ.
– და, კიდევ ერთი მთავარი გამოგრჩა – შვილის ნათლობა!
– ცოლ-შვილს დიდი ხანია ვპირდები, საქართველოში ჩაგიყვანთ-მეთქი და ვერ ვახერხებდი. ქორწილი და ჯვრისწერაც აქ მინდოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღით მიწევდა ჩამოსვლა და ამხელა გზაზე მათი წამოყვანა არ ღირდა. არადა, ჩემი უკრაინელი ცოლი
მეუბნებოდა, ყველა იმას ამბობს, ქართველებმა მაგარი მასპინძლობა იციან, ძალიან გალამაზებულია ბათუმი და რა გახდა ჩემი იქ წაყვანაო. ჰოდა, აი, ავუსრულე ნატვრა. მერე მეხვეწებოდა, მალე წავიდეთ, თორემ სულ ჭამე-ჭამეს მეუბნებიან, მეც ვერ ვიკავებ თავს ასეთ საჭმელებს რომ ვუყურებ და ისე გავსუქდი, ტანსაცმელს ვეღარ ვირგებო (იცინის). სამ დღეში ხუთი კილო მოიმატა. სხვათა შორის, მეც წონაში ვიმატებ, როცა აქ ჩამოვდივარ და ახლაც, კონცერტისთვის, ორი პერანგი მქონდა წამოღებული. ერთი აღარ შემეკრა და ერთის ამარა დავრჩი სცენაზე (იცინის). მოკლედ, ძალიან მოეწონათ საქართველო – ხალხი, გარემო, სიტუაცია. ბავშვის ნათლობა კი სპონტანურად მოხდა. კონცერტის შემდეგ ვიჯექი ახლობლებთან ერთად, მამა ნიკოლოზიც ჩვენ გვერდით იყო, რომლის ეკლესიის ასაშენებლადაც ჩავატარე კონცერტი. იდეა გამიჩნდა, მოდი, რადგან აქ ვარ, ბარემ შვილსაც მოვნათლავ მამაო-მეთქი. გაუხარდა, დამთანხმდა და მეორე დღეს გავქრისტიანდით. ჩემს შვილს ლუიზა ჰქვია, ნათლობის სახელი ელიზაბეტია, უბედნიერესი იყო და არასდროს დაავიწყდება ეს დღე, როგორ შორსაც არ უნდა იყოს თავისი ქვეყნიდან.
– სულ მალე „ახალი ტალღის” კონკურსი იწყება, სადაც საქართველოს სალომე ქათამაძე წარმოადგენს. კონკურსანტების მოსამზადებელ ციებ-ცხელებაში აქტიურად ხარ ჩართული, თუმცა, როგორც გავიგე, სალომესთან არ მუშაობ. რატომ?
– „ახალი ტალღის” ყველა კონკურსანტის ფონოგრამებზე მე ვმუშაობ. გაწამაწიაში ვარ, რომ დროზე დავასრულო და ამაზე ვარ ორიენტირებული. პარალელურად, ჩემი ახალი ალბომიც გამოდის გერმანიაში და მასზეც ვმუშაობ. უნდა დავასრულო. კიდევ ერთი პროექტი მაქვს, რომელსაც გერმანელ რეპერთან „რაშ 41-თან“ ერთად ვაკეთებ, კლიპიც გადავიღეთ და მასზეც პარალელურად ვმუშაობ. დამცინიან, რვაფეხა ხარო (იცინის). მეც არ ვიცი, ამდენ საქმეს როგორ ვასწრებ ერთდროულად, მაგრამ სხვა რა გზაა? რაც შეეხება სალომე ქათამაძის მომზადებას, მასთან არაჩვეულებრივი მუსიკალური პროდიუსერი, ნასტია მუხინა მუშაობს. მე კი ევროპელ კონკურსანტებს ვამზადებ. ყველა მეკითხება, შენ რატომ არ აიყვანე ქართველი კონკურსანტიო. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩვენ ვინაწილებთ სამუშაოს. მე ევროპელებს ვეხმარები, ნასტია კი „სნგ-ს“ ყოფილი ქვეყნების წარმომადგენლებს.
– ყოველ წელს სპეციალურად კონკურსისთვის წერ ახალ სიმღერას. შარშანაც აპირებდი ახალი სიმღერის შესრულებას ვალერი მელაძესთან და ქართველ კონკურსანტთან ერთად, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა. წელს თუ გეგმავ მსგავს სიურპრიზს?
– ძალიან მინდოდა, მაგრამ რევზინმა, როგორც გითხარით, ევროპელებზე მიმამაგრა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდება. მეორე ტურში იგეგმება დუეტები. ვიფიქრე, მე და სალომემ „ყვავილების ქვეყანა” რომ ვიმღეროთ, ლამაზი და მომგებიანი იქნება-მეთქი, მაგრამ, მგონი, საქართველოდან ყოფილი „ახალი ტალღელები” ჩამოდიან და მათთან მოუწევს გამოსვლა სალომეს. მე კი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ევროპელი კონკურსანტის გვერდით მომიწევს დგომა სცენაზე. ყოველთვის მიხარია ჩემი თანამემამულეების გამოსვლა იურმალაში. ყოველთვის ვამაყობ ამით და თუკი რამეში დავჭირდი სალომეს, მე ყველაფერში დავეხმარები.
– წელს რამდენად გვაქვს გამარჯვების შანსი და კონკურსანტების შესახებ რას იტყვი?
– სალომე ძალიან ძლიერი გოგონაა, განსხვავებული, მსუყე ტემბრით. მიხარია, რომ ასეთი ძლიერი კონკურენტი ჰყავთ სხვებს, ქართველი სალომეს სახით. მისი იმედი მაქვს. ვფიქრობ, სამი ადგილიდან ერთ-ერთი გარანტირებული გვაქვს. მოგების შანსი ნამდვილად მაღალი გვაქვს ქართველებს სალომეს სახით. თუმცა წელს ძალიან ძლიერი კონკურსანტები გამოდიან. კონკურსი კი მაინც კონკურსია და არავინ იცის, რა მოხდება სცენაზე. როცა საქართველოში შესარჩევი კონკურსი დასრულდა და უკრაინაში ჩავედით ქასთინგზე, ჟიურის ყველა წარმომადგენელი აღიარებდა, უკრაინელები ქართველებთან ვერ მოდიან სიმღერაში, მაგრამ მათ პლასტიკა არ უვარგათო. ვუთხარი, ჩვენ ისეთ ხალხურ სიმღერებზე ვართ გაზრდილი, რომელსაც მხოლოდ ხმა სჭირდება და ამით ატყვევებს მსმენელს, ამ დროს, მოძრაობა ზედმეტია-მეთქი. სალომემ ისე მაგრად იმღერა, „დახია” იქაურობა, მაგრამ სცენაზე მოძრაობა უჭირს. სამწუხაროდ, ეს შესამჩნევია
და დიდ სცენაზე დგომა, პლასტიკას და რიტმულ მოძრაობებსაც მოითხოვს. იმედია, ამას გამოასწორებს პედაგოგების წყალობით და იურმალაში „ამოძრავებული” დამხვდება (იცინის). ასე რომ, წინ დიდი ციებ-ცხელება გველის. მიხარია, ამ ციებ-ცხელებაში ქართველებიც რომ ჩაებით და დიდი შანსიც გაქვთ.
– გავიგე, რომ წელს პირველად იღებს ამ კონკურსზე მონაწილეობას ორი ქვეყნის წარმომადგენელი. მათზე რას იტყვი?
– სულ ვეძებ ახალ, ნიჭიერ მომღერლებს და ესენი, ორივე მე აღმოვაჩინე გერმანიაში. ჩემი კონკურსანტები არიან. ისინი გამოდიან კუბის და ვიეტნამის სახელით. კუბელი რომ ხმას ამოიღებს, ეს სასწაულია, ვიეტნამელი კი ისეთ ილეთებს აკეთებს სცენაზე, გაოცებული ვუყურებ. მართალია, ესენი ჩემები არიან, ჩემი აღმოჩენილები, მაგრამ რა ვქნა, მე ქართველი ვარ და სალომეს „ვუბალეშჩიკებ”.

ბრანდენბურგის   პარლამენტის  (გერმანია,  ბრანდენბურგის  ფედერალური მიწა)  დელეგაციის   ვიზიტი ბათუმში   (აპრილი 2012წ. )

This slideshow requires JavaScript.