12 მაისი 2011 წელი.  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამდღიანი, საპასუხო ვიზიტით გერმანიის ბრანდენბურგის ფედერალური მიწის დელეგაცია  (ვილჰელმ – გიუნტერ ვარსონი – პროფესორი, ებერსვალდეს მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტი,  იენს ლიპსდორფი – ბრანდენბურგის ფედერალური მიწის პარლამენტის წევრი, მეცნიერების, კვლევისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და პავლე შპეტიშვილი – ბრანდენბურგი-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე)  ეწვია. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ებერსვალდეს მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტმა, პროფესორმა ვილჰელმ-გიუნტერ ვარსონმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულების თანახმად განხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრების, ბაკალავრებისა და მაგისტრების ერთობლივი გაცვლითი პროგრამები, ჩატარდება ერთობლივი კონფერეცნიები და სემინარები. მხარეები ასევე სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის ურთიერთგაცვლაზე, საგანმანათლებლო და კვლევითი მენეჯმენტის გამოცდილების გაზიარებასა და ბიბლიოთეკის ონლაინ-რეჟიმში გამოყენებაზე შეთანხმდნენ.

>>>ებერსვალდეს მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებელი<<<

Posted on 27/08/2013, in პრეზენტაციები. Bookmark the permalink. Leave a comment.

Leave a comment